Friday, April 13, 2012

წიგნი



პროექტის სახელწოდება:  წიგნი
პროექტის მთავარი იდეა (თემა):  მოძიებული  მასალა  მოსწავლეებს  აძლევს  საშვალებას ისაუბრონ  და  აზრი  გამოთქვან  გერმანულად.
პროექტის აქტუალობა: ეს  თემა  პირდაპირ  შეეხება  დღევანდელობას,  ის , რომ  დღეს, სამწუხაროდ არც თუ ისე მნიშვნელოვანია წიგნი.
პროექტის მიზნები:
მოსწავლეებმა გაიგონ ბევრი საინტერესო ამბავი;  ისტ–ის გამოყენება საგაკვეთილო პროცესში;  ურთიერთთანამშრომლობა;  ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მასალის კარგად ათვისება
მონაწილეთა ასაკი:   X  კლასი
ვადები / ხანგრძლივობა:  10  დღე
მოსალოდნელი შედეგები / პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეები  შეიტყობენ  ბევრ  საინტერესო  ინფორმაციას  წიგნის შესახებ;  შეიძენენ  პროექტზე  მუშაობის  გამოცდილებას;  მიეჩვევიან  ურთიერთთანამშრომლობას;  აითვისებენ  ეროვნულ  სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ  მასალას;  შეადგენენ  ასევე  დიალოგურ სავარჯიშოებს; შესაძლებელია  შექმნან  კლასის  ბლოგი და განათავსონ  სხვადასხვა პროექტი  ან პრეზენტაცია.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:  კომპიუტერი,  სახელმძღვანელო, მასწავლებლის  მიერ  მიწოდებული  კონკრეტული  წყაროები  მასალის  მოსაძიებლად, (ფოტო აპარატი,  შესაძლებელია  დიქტოფონიც  ან  მობ. ტელეფონი ინტერვიუს ასაღებად )
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):  მოსწავლეები   იყოფიან ორ  ჯგუფად  მასწავლებლის  ინიციატივით,   თანაბარი   შესაძლებლობებით  და  ეძლევათ  ერთნაირი დავალება  (ვისი  პროექტი  იქნება  სრულყოფილი  და  საინტერესო ) ;  დაფაზე  იწერება  შემდეგი შეკითხვები:  წიგნის  წარმოშობის  ისტორია,  უძველესი ( ცნობილი ) წიგნები,  პირველი ბეჭდვური  წიგნი,  წიგნის  სახეობა  (ჟანრი) ,  წიგნი დღეს,  რატომ უნდა წაიკითხო?   (ინტერვიუ ),   ჩემი  საყვარელი  წიგნი. ..  ჯგუფის  ლიდერებს  აქვთ  უფლება  გადუნაწილონ ფუნქციები ჯგუის  დანარჩენ  წევრებს.
საგნებთან / საგნობრივ ჯგიფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: პროექტი შეესაბამება ეროვნული სასწავლო  გეგმით გათვალისწინებულ  პროგრამას,   გვაძლევს  ისტ –ის გამოყენების საშვალებას, კავშირშია ქართულ  ენასთან.
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ინგა კობახიძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:   ingakobaxize@gmail.com

No comments:

Post a Comment