პროექტის სახელწოდება:
წიგნი
პროექტის მთავარი
იდეა (თემა): მოძიებული მასალა მოსწავლეებს აძლევს საშვალებას
ისაუბრონ და აზრი გამოთქვან
გერმანულად.
პროექტის აქტუალობა:
ეს თემა პირდაპირ შეეხება დღევანდელობას, ის , რომ დღეს, სამწუხაროდ არც თუ ისე მნიშვნელოვანია წიგნი.
პროექტის
მიზნები:
მოსწავლეებმა გაიგონ ბევრი საინტერესო ამბავი; ისტ–ის გამოყენება საგაკვეთილო პროცესში; ურთიერთთანამშრომლობა; ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მასალის
კარგად ათვისება
მონაწილეთა ასაკი:
X კლასი
ვადები / ხანგრძლივობა:
10 დღე
მოსალოდნელი შედეგები
/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეები შეიტყობენ
ბევრ საინტერესო ინფორმაციას წიგნის შესახებ; შეიძენენ პროექტზე მუშაობის გამოცდილებას;
მიეჩვევიან ურთიერთთანამშრომლობას;
აითვისებენ ეროვნულ
სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მასალას; შეადგენენ ასევე დიალოგურ
სავარჯიშოებს; შესაძლებელია შექმნან კლასის
ბლოგი და განათავსონ სხვადასხვა პროექტი ან პრეზენტაცია.
პროექტისათვის
საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, სახელმძღვანელო, მასწავლებლის მიერ მიწოდებული
კონკრეტული წყაროები
მასალის მოსაძიებლად, (ფოტო აპარატი,
შესაძლებელია დიქტოფონიც ან მობ.
ტელეფონი ინტერვიუს ასაღებად )
პროექტის მსვლელობა
(ძირითადი აქტივობები): მოსწავლეები იყოფიან
ორ ჯგუფად მასწავლებლის ინიციატივით, თანაბარი
შესაძლებლობებით
და ეძლევათ ერთნაირი დავალება (ვისი პროექტი
იქნება სრულყოფილი და საინტერესო
) ; დაფაზე იწერება შემდეგი შეკითხვები: წიგნის წარმოშობის
ისტორია, უძველესი ( ცნობილი ) წიგნები, პირველი ბეჭდვური წიგნი, წიგნის სახეობა
(ჟანრი) , წიგნი დღეს, რატომ უნდა წაიკითხო? (ინტერვიუ
), ჩემი საყვარელი
წიგნი. .. ჯგუფის ლიდერებს
აქვთ უფლება გადუნაწილონ
ფუნქციები ჯგუის დანარჩენ წევრებს.
საგნებთან / საგნობრივ
ჯგიფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: პროექტი შეესაბამება
ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ
პროგრამას, გვაძლევს ისტ –ის გამოყენების საშვალებას, კავშირშია
ქართულ ენასთან.
პროექტის ხელმძღვანელი
(მასწავლებელი): ინგა კობახიძე
ხელმძღვანელის
ელ.ფოსტა: ingakobaxize@gmail.com